პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1767375326
იტალიაში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 283 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაღუპული 63 წლის მოლდოვას მოქალაქეა. დაშავებულთა შორის 68 არასრულწლოვანია.
როგორც მედია წერს, ნეაპოლში 24 წლის მამაკაცმა ფეიერვერკის გასროლის შედეგად სამი თითი დაკარგა, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კი კიდევ ერთი ფეიერვერკი გაისროლა, დაიზიანა თვალი და კვლავ სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ახალი წლის ღამეს მეხანძრეებმა 770 ზარს უპასუხეს, რომელთაგან ყველაზე მეტი, 114 ემილია-რომანიაში დაფიქსირდა.
ფლორენციაში, სოლიჩიანოს ციხეში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ხანძარი გაჩნდა, ხუთი პატიმარი დაშავდა.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1767375326