საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1759523717
ისტორიაში პირველად, ანგლიკანური ეკლესიის წინამძღოლი ქალი იქნება.
კენტერბერის ახალი არქიეპისკოპოსი 63 წლის სარა მალალი გახდა, რომელიც მღვდლად 2006 წელს ეკურთხა. ის ყოფილი მედდაა. სარა მალალი 2018 წელს ლონდონის პირველი ქალი ეპისკოპოსი გახდა და ამ რანგში შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა. ის მესამე ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირი იყო.
კენტერბერის წინა არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბი გასულ წელს სკანდალის გამო გადადგა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ 2013 წელს ეკლესიასთან დაახლოებული პირი ჯონ სმიტი არასრულწლოვან ბიჭებზე და ახალგაზრდა მამაკაცებზე ძალადობდა. არქიეპისკოპოსი კი, ვალდებული იყო ეს ამბავი სამართალდამცველებისთვის ეცნობებინა, თუმცა ასე არ მომხდარა.
ტრადიციის მიხედვით, ახალი არქიეპისკოპოსის არჩევა კანდიდატის პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენას მოიცავს. კირ სტარმერი კი შემდეგ თავის მხრივ, ამ კანდიდატურას მონარქს წარუდგენს, რამდენადაც, ეკლესიის წინამძღოლად მეფე მოიაზრება, კენტერბერის არქიეპისკოპოსი ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირია ანგლიკანურ ეკლესიაში.