„როცა ფულს გასცემთ, გულში თქვით...“ - თუ ფულს ხშირად გასცემთ, ეს უნდა იცოდეთ
1767712740
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ რამდენიმე სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების სამიზნე ლიბანში დაჯგუფებების კუთვნილი იარაღის საცავები და სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო, როგორც მიწის ზემოთ, ისე ქვემოთ.
ამასთან ერთად, როგორც „ცაჰალი“ იუწყება, ისრაელის ჯარმა იერიში მიიტანა ლიბანის სამხრეთ ნაწილში მდებარე იარაღის საწარმოებზე, რომელიც „ჰამასს“ ეკუთვნოდა.
აღნიშნული საწარმოები დასახლებულ პუნქტებში იყო აგებული, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ტერორისტული ორგანიზაციები ცინიკურად იყენებენ ლიბანის მოსახლეობას, როგორც ფარს ტერორისტული საქმიანობისთვის, დასძინეს ისრაელის თავდაცვის არმიაში.