ტრაგედია ნინო და ილიკო სუხიშვილების ოჯახში - „სუხიშვილები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1766563500
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ლიბანის სამხრეთ ნაწილში მდებარე დაჯგუფება „ჰეზბოლას“ კუთვნილი სარაკეტო დანადგარები დაბომბა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები („ცაჰალი“) „ტელეგრამის საკუთარ არხზე ავრცელებს.
„ცოტა ხნის წინ ისრაელის თავდაცვის არმიამ ლიბანის სამხრეთში, რამდენიმე რაიონში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ კუთვნილი სარაკეტო დანადგარები დაბომბა. დაბომბვის შედეგად ისრაელის თავდაცვის არმიამ გაანადგურა „ჰეზბოლას“ სამხედრო ნაგებობები და დამატებითი ტერორისტული ინფრასტრუქტურა, რომელსაც მანამდე „ჰეზბოლას“ ტერორისტები იყენებდნენ“, - აღნიშნულია „ცაჰალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ისრაელი ლიბანს ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.