კარდიოლოგებმა ყავის ყველაზე მავნე სახეობა დაასახელეს
1760904873
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას შეაჩერებს.
„პოლიტიკური ეშელონის დირექტივის შესაბამისად, „ჰამასის“ მიერ შეთანხმების აშკარა დარღვევის შემდეგ, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შემდგომ შეტყობინებამდე შეჩერდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც „ბიბისი“ წერს, სამშვიდობო შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ღაზაში შესვლის უფლება ყოველდღიურად ასობით სატვირთო მანქანას ეძლეოდა.
ამასთან, ისრაელის სამხედრო ძალებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ათობით ტერორისტულ სამიზნეს შეუტიეს, რისი მიზეზიც, მათივე ცნობით, დაჯგუფების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევა გახდა.
„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ათობით ტერორისტულ სამიზნეს შეუტია. დარტყმის სამიზნეებს შორის იყო იარაღის საწყობები, ტერორისტული საქმიანობისთვის გამოყენებული ინფრასტრუქტურა, საცეცხლე პუნქტები და ტერორისტული ინფრასტრუქტურის დამატებითი ობიექტები. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე შეუტიეს და დაშალეს ექვსი კილომეტრის მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურა, 120-ზე მეტი საბრძოლო მასალის გამოყენებით. მიწისქვეშა ობიექტებს ტერორისტული ორგანიზაცია იყენებდა ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად. ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ მტკიცე რეაგირებას და იმოქმედებენ ისრაელის სახელმწიფოსთვის ნებისმიერი საფრთხის აღმოსაფხვრელად“, – ნათქვამია განცხადებაში.