მაგნიტური შტორმები 19-20 მაისი: „ნერვიული“ მზე შეტევას აგრძელებს - მეცნიერების გაფრთხილება
1779129156
ლამინ იამალმა ისრაელის წინააღმდეგ წაქეზება და სიძულვილის გაღვივება აირჩია მაშინ, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ებრძვიან ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ - ორგანიზაციას, რომელმაც 7 ოქტომბერს დახოცა, გააუპატიურა, დაწვა და მოკლა ებრაელი ბავშვები, ქალები და მოხუცები, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა.
„ვინც ამგვარ გზავნილებს მხარს უჭერს, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: მიაჩნია ეს ჰუმანურად? არის ეს მორალური? როგორც ისრაელის სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრი, მე არ ვიქნები ჩუმად ისრაელისა და ებრაელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული წაქეზების წინაშე. ვიმედოვნებ, რომ ისეთი დიდი და პატივსაცემი კლუბი, როგორიც „ბარსელონაა“, გაემიჯნება ამ განცხადებებს და ცალსახად დააფიქსირებს, რომ წაქეზებისა და ტერორიზმის მხარდაჭერის ადგილი აქ არ არის“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
11 მაისს, ბარსელონაში ღია ავტობუსით გამართული აღლუმის დროს, გადაიღეს კადრები, როგორ აფრიალებდა იამალი გულშემატკივრის მიერ მიწოდებულ პალესტინის დროშას, მოგვიანებით კი მან ამის ამსახველი ფოტოები Instagram-ზეც გამოაქვეყნა.