29 ივლისს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
1785260233
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ აშშ ხელს უშლის ისრაელს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელებაში. მისი თქმით, ვაშინგტონის ეს პოზიცია ეკონომიკური და ენერგეტიკული შეშფოთებებით არის განპირობებული.
„ჩვენ ძალიან გვინდა ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმა, თუმცა აშშ ამ ეტაპზე ამის თანხმობას არ იძლევა“, - აღნიშნა კაცმა.
მან დასძინა, რომ ვაშინგტონი შიშობს, ასეთმა თავდასხმებმა შესაძლოა ირანის მხრიდან მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ საპასუხო იერიშები გამოიწვიოს და ნავთობის გლობალურ კრიზისს დაუდოს სათავე.
ისრაელის „მე-14 არხის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გამოსვლისას, კაცმა ასევე დაადასტურა, რომ ამერიკული გამანადგურებლები ისრაელიდან ოპერირებენ ირანზე დარტყმების განსახორციელებლად.
„თუ ისრაელს თავს დაესხმიან, ჩვენ მთელი ძალით გადავალთ შეტევაზე. ჩვენ ირანს დარტყმა ორჯერ უკვე მივაყენეთ და მზად ვართ, მესამედაც მივაყენოთ“, - დასძინა მან.