მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
ისრაელის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ირანის მიერ გაშვებულმა რაკეტამ იერუსალიმის ერთ-ერთ უბანს დაარტყა. დაიჭრა, სულ მცირე, ექვსი ადამიანი.
როგორც CNN-ი წერს, ირანის საპასუხო დარტყმების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რაკეტა იერუსალიმის მიმართულებით გაუშვეს.
„ექიმები მკურნალობენ რამდენიმე დაჭრილს იერუსალიმში“, – აღნიშნავენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, კვლავ მიმდინარეობს ძიება რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის სხვა ადგილების დასადგენად.