ავსტრიაში ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია დააკავეს
1749932937
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-მაიორმა თომერ ბარმა ირანის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკის ობიექტების დაბომბვა ისრაელისთვის ოპერატიული და ეროვნული მნიშვნელობისაა.
მისი თქმით, ისრაელმა ზიანი მიაყენა ირანს და ამის გაკეთებას გააგრძელებს. როგორც ბარმა აღნიშნა, ისრაელი ირანის სტრატეგიულ ობიექტებსა და მოწინააღმდეგის „ცოდნის წყაროებს“ უტევს.
„აქტიური დღის შემდეგ, რა დროსაც ჩვენ ასეულობით, მათ შორის „ხმელეთი-ჰაერის“ ტიპის სამიზნე გავანადგურეთ, რიგი ოპერატიული და ეროვნული მნიშვნელობის ზუსტი დარტყმები განვახორციელეთ, რამაც ჩვენი უპირატესობა ჰაერში გააუმჯობესა და ირანში მოქმედების თავისუფლება მოგვცა. ომის დაწყებიდან პირველად, ებრაული ტერიტორიიდან 1500 კილომეტრის მოშრებით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა თეირანის რაიონში თავდაცვითი ზღუდეები დაბომბა“, - განაცხადა ბარმა.
მისი თქმით, ისრაელის ხელისუფლება პროფესიონალიზმით, გამბედაობითა და სიზუსტით ეგზისტენციალურ საფრთხეს დაუპირისპირდა.
„ასეთი მოქმედება რთულ კოორდინაციასა და სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობას მოითხოვს. ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები, როგორც ისრაელის თავდაცვის არმიის გრძელი სტრატეგიული ხელი ყველა მიმართულებით, როგორც შეტევაში, ისე თავდაცვაში, მოქმედებას გააგრძელებს“, - აღნიშნა სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა.