ისრაელის საჰაერო ძალებმა ბეირუთში, „ჰეზბოლას“ რამდენიმე სამეთაურო ცენტრზე მიიტანეს იერიში

ბეირუთი

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ რამდენიმე სამეთაურო ცენტრზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ „სიენენი“ ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

მედიის ცნობით, თავდასხმის სამიზნეებს შორის იყო ის სამეთაურო ცენტრიც, რომელსაც „ჰეზბოლას“ საჰაერო დანაყოფი იყენებდა.

როგორც უცხოური მედია იუწყება, ისრაელი ლიბანს მთელი კვირის განმავლობაში ბომბავს, მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა სამხედრო დაჯგუფებამ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ჭურვები ისროლა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში, ასევე ბეირუთის მახლობლად მდებარე დასახლებებიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა.