თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
ძვირფასო მინისტრო, დიპლომატიური ურთიერთობები, განსაკუთრებით მეგობრულ სახელმწიფოებს შორის, არც Twitter-ით და არც მედიის საშუალებით არ წარიმართება, - ასე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი უკრაინელი კოლეგის პოსტს, რომელშიც ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ „რთულია იმის გაგება, თუ რატომ არ ჰქონდა ისრაელს შესაბამისი რეაქცია უკრაინის ლეგიტიმურ მოთხოვნაზე იმ გემთან დაკავშირებით, რომელმაც ჰაიფაში მოპარული ტვირთი ჩაიტანა“.
„ბრალდებები არ არის მტკიცებულება. ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი. თქვენ სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნაც კი არ გამოგიგზავნიათ, სანამ მედიასა და სოციალურ ქსელებს მიმართავდით. საკითხი შესწავლილი იქნება. ისრაელი არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანოები.
ისრაელის ყველა უწყება იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, - აღნიშნა საარმა.
მანამდე სიბიგამ აღნიშნა, რომ „უკრაინა-ისრაელის მეგობრულ ურთიერთობებს აქვს პოტენციალი, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს და რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული მარცვლეულით უკანონო ვაჭრობამ ხელი არ უნდა შეუშალოს მათ“.
Dear Minister,
— Gideon Sa'ar | גדעון סער (@gidonsaar) April 27, 2026
Diplomatic relations, especially between friendly nations, are not conducted on Twitter or in the media.
Allegations are not evidence.
Evidence substantiating the allegations have yet to be provided.
You did not even submit a request for legal assistance before… https://t.co/3pWztyRMyk