ისრაელის პრემიერი აიათოლა ალი ხამენეის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა ირანზე განხორციელებული აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმის შემდეგ.

„ეს ომი ნამდვილ მშვიდობას მოიტანს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თეირანის ცენტრში მდებარე ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის რეზიდენცია სრულად განადგურებულია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ხამენეის ბედთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი: „არსებობს ბევრი ნიშანი იმისა, რომ ხამენეი ცოცხალი აღარ არის“, - დასძინა მან.