1752581196
ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს - ბოლო 24 საათის განმავლობაში, კონფლიქტის ზონაში ისრაელის იერიშებს 78 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაჭრილები

ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში - ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, კონფლიქტის ზონაში ისრაელის იერიშებს 78 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაჭრილები.
ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილი თავდასხმის შემდეგ, ღაზაში ომს 58 386 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ასი ათასზე მეტი, მილიონობით კი დევნილად იქცა.