ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს - მორიგ საჰაერო დარტყმებს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კჯ

ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. დეირ ალ-ბალაგის ბაზრობაზე ცაჰალის საჰაერო დარტყმებს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.

მსოფლიოში კვლავ განხილვის თემაა ისრაელ-ირანის დაპირისპირება. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირების სურვილი ჰქონდათ, თუმცა არა – სიტუაციური შესაძლებლობა.

პარალელურად, ისლამური სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აბას თეირანს არ აქვს გეგმები შეერთებულ შტატებთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ.

CNN-ის ცნობით კი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დაბრუნებისთვის, მათ შორის, ფინანსურ დახმარებას სამოქალაქო ბირთვული პროგრამის გასავითარებლად.