ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1781544019
ისრაელი არ გაიყვანს საკუთარ ძალებს ლიბანში დაკავებული ტერიტორიებიდან. ამის შესახებ განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. მისივე თქმით, ქვეყანა ლიბანში, სირიასა და ღაზის სექტორში ისრაელის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებზე „განუსაზღვრელი ვადით“ დარჩენას გეგმავს.
„ესოშიეთიდ პრესის ინფორმაციიით, ისრაელის ეს პოზიცია შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ირანსა და აშშ-ს შორის ცოტახნის წინ მიღწეულ დროებით შეთანხმებას.
მედიის ცნობით, ირანს დროებითი შეთანხმების ერთ-ერთ პირობად ისრაელის მიერ „ჰეზბოლაზე“ თავდასხმების შეწყვეტა აქვს დასახელებული.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გააფრთხილა თეირანი, რომ თუ ირანი ლიბანში მიმდინარე ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო ქვეყანაზე თავდასხმას გადაწყვეტს, პასუხი მასშტაბური იქნება.
„ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში ისრაელმა სამხედრო ოპერაციების შედეგად კონტროლი დაამყარა ღაზის სექტორის, ლიბანისა და სირიის გარკვეულ ტერიტორიებზე, კერძოდ, დაახლოებით 1 000 კვადრატულ კილომეტრზე.