სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
„ჰამასი“ უნდა განიარაღდეს და გაათავისუფლოს მძევლები, წინააღმდეგ შემთხვევაში ღაზა განადგურდება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქალაქ ღაზის დაცემა „ჰამასის“ დაცემას გამოიწვევს.
„ჰამასისგან მხოლოდ ორი რამ გვინდა და ის ამას ნებაყოფლობით არ გააკეთებს: ყველა მძევლის გათავისუფლება და განიარაღება. ამ თავდასხმის დიდი ძალა პირდაპირ ამარცხებს „ჰამასს“ და ასევე ქმნის უფრო დიდ ბერკეტს მძევლების გასათავისუფლებლად. ჩვენ გვსურს ქალაქ ღაზაზე კონტროლი დავამყაროთ, რადგან დღეს ის „ჰამასის“ მთავარი მმართველობის სიმბოლოა. დღეს, თუ ღაზა დაეცემა, ისინიც დაეცემიან“, – განაცხადა ისრაელ კაცმა 162-ე დივიზიის შტაბ-ბინაში ვიზიტის დროს, რომლის ჯარისკაცებიც ამჟამად ქალაქ ღაზაში მოქმედებენ.