დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე - რას ამბობს მოძღვარი
1788810789
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორგერდურ გუნარსდოტირმა ისლანდიაში აშშ-ის ელჩი ბილი ლონგი შეხვედრაზე მას შემდეგ დაიბარა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც ისლანდია და სხვა ქვეყნები აშშ-ის დროშის ქვეშაა მოქცეული.
ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.
„მკაფიოდ დაფიქსირდა პოზიცია, რომ ეს პოსტი სრულიად შეუსაბამო იყო“, – განუცხადეს მედიას ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რაც შეეხება ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ რუკას, მასზე აშშ, კანადა, გრენლანდია, ისლანდია, მექსიკა, ცენტრალური ამერიკა და კარიბის ზღვის რეგიონი შეერთებული შტატების დროშით იყო დაფარული, ხოლო მთელ ტერიტორიაზე იყო სახელწოდება – „ამერიკის შეერთებული შტატები“.
ტრამპმა ფოტო Truth Social-ზე გამოაქვეყნა.