ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: ირანმა ისრაელში 150 სამიზნე გაანადგურა

აჰმად ვაჰიდი

ირანმა ისრაელზე განხორციელებული საჰაერო შეტევის დროს სულ მცირე 150 სამიზნე გაანადგურა. ინფორმაციას ირანული მედია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრიგადის გენერალზე, აჰმად ვაჰიდიზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ვაჰიდიმ განაცხადა, ირანის სამხედრო ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება III“ ისრაელის წინააღმდეგ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალებმა წარმატებით განახორციელა.

ვაჰიდის განცხადებით, ირანმა იერიში მიიტანა ისრაელის ნევატიმისა და ოვდას ავიაბაზებზე, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.

„ამ ბაზებზე მართვის, სამეთაურო და აგრეთვე რადიოელექტრონული ბრძოლის ცენტრები იყო განლაგებული. ეს იყო ადგილი, საიდანაც ირანის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო“, - თქვა ვაჰიდიმ.

გარდა ამისა, როგორც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრიგადის გენერალმა განაცხადა, ირანის საჰაერო ძალებმა თელ-ავივთან ახლოს მდებარე თელ ნოფის ავიაბაზაც დაბომბეს.