1773348202
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ „ჰეზბოლასთან“ ერთად ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელა
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ „ჰეზბოლასთან“ ერთად ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasmin ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებიც ლიბანურ შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად ერთობლივ ოპერაციას ატარებენ.
ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ თელ-ავივში, ცენტრალურ ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ნაწილებში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
თავდასხმის შედეგად დაღუპულების ან ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.











