ირმჰილდ ბოსფორდი: ადამიანები, რომლებიც აქამდე არასდროს აძლევდნენ ხმას, მივიდნენ და ხმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მისცეს. „ქრისტიან-დემოკრატები“ ამბობდნენ, რომ AfD-ს აკრძალავდნენ, მაგრამ შედეგს ვხედავთ

ირმჰილდ ბოსფორდი

საქსონია-ანჰალტში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებისა და მმართველი პარტიის დამარცხების ფაქტს ევროპარლამენტარი, პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი ირმჰილდ ბოსფორდი გამოეხმაურა.

„როგორც ჩანს, ადამიანები, რომლებიც აქამდე არასდროს აძლევდნენ ხმას, მივიდნენ და ხმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მისცეს. „ქრისტიან-დემოკრატები“ ამბობდნენ, რომ AfD-ს ნახევრამდე შეამცირებდნენ, აკრძალავდნენ, მაგრამ შედეგს ვხედავთ“, - აღნიშნა ირმჰილდ ბოსფორდიმ.

გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწებზე ფრიდრიხ მერცის პარტია დამარცხდა, გაიმარჯვა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ახლა ოფიციალურ ბერლინში მერცის გადადგომას ითხოვენ.