რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
ირანული მედიის ინფორმაციით, ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი საჰაერო დარტყმების სამიზნე ამჯერად ის სახელმწიფო ორგანო გახდა, რომელიც ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი.
სააგენტო Tasnim-ის ცნობით, თავდასხმა განხორციელდა თეირანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ყუმში, სადაც „ექსპერტთა საბჭოს“ შენობა მდებარეობს.
„ამერიკელმა და სიონისტმა დამნაშავეებმა იერიში მიიტანეს ექსპერტთა საბჭოს შენობაზე ყუმში“, - აცხადებს სააგენტო.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს სერიოზულად დაზიანებული ნაგებობა და ნანგრევები.
ექსპერტთა საბჭო ირანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანოა, რომლის მოვალეობაც უზენაესი ლიდერის დანიშვნაა.