ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 5 აპრილის შემდეგ ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1775630415
ირანში ცეცხლის შეწყვეტის ორკვირიანი შეთანხმების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები გაიაფდა. ამჟამად Brent-ის ტიპის ნავთობის ერთი ბარელის ფასი დაახლოებით 95 აშშ დოლარს შეადგენს. ერთი დღით ადრე მისი ფასი 110 დოლარი იყო. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ნავთობი ერთი დღე-ღამის განმავლობაში 14%-ით გაიაფდა. მაზუთის ფასი 17%-ით შემცირდა, ხოლო ბენზინის ფასი 10%-ით.
ნავთობი მას შემდეგ გაიაფდა, რაც აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის 2 -კვირიანი შეთანხმება შედგა და ირანი მალე ჰორმუზის სრუტის ბლოკადას მოხსნის. ეს სპარსეთის ყურიდან სხვა რეგიონებში ნავთობის მიწოდების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არტერიაა.
7 აპრილს საღამოს, ტრამპის ულტიმატუმის ვადის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე, რომლის მიხედვით აშშ-ის პრეზიდენტი „მთელი ცივილიზაციის განადგურებით იმუქრებოდა, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ის შეწყვეტს ირანზე იერიშებს, თუ თეირანი საპასუხოდ ჰორმუზის სრუტეს გახსნის და იქ მიმავალ გემებზე იერიშებს შეწყვეტს. ტრამპის თქმით, ულტიმატუმის ვადის გადადება მას პაკისტანმა სთხოვა, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის შუამავლის როლს ასრულებს.
ამის შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება ისრაელმა და ირანმაც დაადასტურეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ორი კვირის განმავლობაში ჰორმუზის სრუტით გემები გავლას უსაფრთხოდ შეძლებენ.