რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
ირანში ვითარება კვლავ დაძაბულია. ღამით პროტესტი იყო ქვეყნის 31-ვე პროვინციის 120 ქალაქში. დემონსტრაციები შეტაკებებში გადაიზარდა, ძალოვნებმა მოქალაქეებს საბრძოლო იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, მოკლულია ასობით მოქალაქე. დაჭრილია რამდენიმე ასეული პირი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულების რაოდენობის გამო კოლაფსის ზღვარზეა ჯანდაცვის სისტემა.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, ირანის უსაფრთხოების სამსახურმა ექიმებს მოუწოდა დაშავებული მომიტინგეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებებიდან ძალის გამოყენებით გაჰყავთ.
მიმდინარე ვითარებას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. სოციალურ ქსელ "თრუს სოუშალში" დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ირანი თავისუფლებას ეძებს, შტატები კი დასახმარებლად მზადაა.