ქარბუქი, თოვლი, ნისლი, წვიმა! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1767817342
ირანში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. როგორც BBC წერს, აქციები ქვეყნის, სულ მცირე, 17 პროვინციაშია.
ანტისამთავრობო აქციების ფარგლებში, ქუჩაში ათასობით ადამიანია გასული.
პროტესტში მონაწილეობენ ბაზრის მოვაჭრეები, სტუდენტები და სხვადასხვა ქალაქის მცხოვრებლები.
როგორც ცნობილია, აქციების დროს, სულ მცირე, 35 ადამიანია დაღუპული, ხოლო 1 200-ზე მეტი დაკავებული.
ირანში არეულობა ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის გამო დაიწყო. 2022 წლის შემდეგ ეს ირანში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა.