ირანმა ჰორმუზის სრუტეში ტანკერების აფეთქების შესახებ განაცხადა

 ჰორმუზის სრუტე

ირანის ხელისუფლების ცნობით, ჰორმუზის სრუტის გავლისას ორი ნავთობტანკერი აფეთქდა და მწყობრიდან გამოვიდა.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ორშაბათს განაცხადა, რომ ორი ნავთობტანკერი მას შემდეგ აფეთქდა და გამოვიდა მწყობრიდან, რაც ჰორმუზის სრუტის სახიფათო სამხრეთ მარშრუტით სცადეს გავლა. კორპუსის განცხადებით, გემებს ამ გზით სარგებლობისკენ, სავარაუდოდ, ამერიკელმა სამხედროებმა უბიძგეს.

გემების სახელწოდებების, ეკიპაჟის მდგომარეობის, დაზიანებების ხასიათისა და აფეთქებების მიზეზების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ირანის განცხადების დამოუკიდებელი დადასტურებაც ასევე არ არსებობს.