რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
1773590460
ირანული მედია იუწყება, რომ ისრაელისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით ირანის რამდენიმე რაიონში ათობით ადამიანი დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, ჩრდილო-დასავლეთ ირანში, 20 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც პროვინციის პროკურორი ირანის სამხედრო და უსაფრთხოების ძალების ადგილმდებარეობის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის ისრაელისთვის გადაცემაში ადანაშაულებს.
ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რომელიც საჰაერო დარტყმებისგან შედარებით ნაკლებად დაზარალდა, 10 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან ზოგიერთს მნიშვნელოვან ობიექტებზე და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე ინფორმაციის შეგროვებაში ადანაშაულებენ.
"მას შემდეგ, რაც სიონისტური მტერი (ისრაელი) და აშშ ირანში შეჭრას ცდილობენ, ისინი ერთდროულად აგზავნიან დაქირავებულ ჯარისკაცებსა და ჯაშუშებს, რათა შემდეგ ეტაპზე არეულობის გამოწვევა შეძლონ", - ნათქვამია "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" პროვინციული სადაზვერვო სააგენტოს ინფორმაციაში, რომელსაც სააგენტო Tasnim-ის ავრცელებს.
წტარო: reuters