რომელ სართულამდე შეუძლია გველს აძრომა და როგორ შეიძლება მოხვდეს კორპუსის ბინებში
1749820620
ირანს უფლება აქვს, ისრაელის მისამართით საპასუხო ზომები მიიღოს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ირანის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ისრაელის დარტყმები ვერ განხორციელდებოდა აშშ-ის დახმარების გარეშე.
„ირანი ყოყმანის გარეშე დაიცავს ერს. სიონისტური რეჟიმის მხრიდან ირანის წინააღმდეგ ასეთი აგრესიის აქტები ვერ მოხდებოდა შეერთებული შტატების კოორდინაციის გარეშე. შესაბამისად, აშშ-ის მთავრობა, როგორც რეჟიმის მთავარი მხარდამჭერი, ასევე პასუხისმგებელია ამ უგუნური ესკალაციის საშიშ შედეგებზე“, – ნათქვამია ირანის საგარეო უწყების განცხადებაში.
ირანმა გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, „სასწრაფოდ და კოლექტიურად დაგმონ“ ისრაელის დარტყმები.