ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რეგიონში უსაფრთხოების საკითხების განსახილველად ხვალ თუქრეთს ეწვევა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ხვალ თურქეთს ეწვევა და კოლეგა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მხარეები შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საკითხებს განიხილავენ.

თურქული მხარის მტკიცებით, თურქეთი ირანში სამხედრო ინტერვენციას ეწინააღმდეგება, რადგან ასეთი ნაბიჯი რეგიონულ და გლობალურ დონეზე რისკებს შექმნის.

თურქეთი ყურადღებით აკვირდება ირანში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და გამოხატავს მზაობას საკუთარი წვლილი შეიტანოს დიალოგის გზით დაძაბულობის განსამუხტად.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანის უსაფრთხოებას, მშვიდობასა და სტაბილურობას თურქეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.