ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინს შეხვდა და "სტრატეგიული ურთიერთობები" განიხილა - CNN

foto

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ.

ინფორმაციას და შეხვედრის დეტალებს - CNN რუსულ და ირანულ მედიებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით მხარეებმა თეირანსა და მოსკოვს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების ერთგულება განიხილეს. შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც აშშ-სა და ირანს შორის დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა.

"ჩვენ ვხედავთ, როგორი სიმამაცითა და გმირულად იბრძვის ირანელი ხალხი საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის" - შეხვედრისას პუტინმა ირანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მან გზავნილი მიიღო ირანის უმაღლესი ლიდერისგან, მოჯთაბა ხამენეისგან.