როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში
1775592091
ირანი ორი კვირის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას დაუშვებს იმ შემთხვევაში, თუ გემები კოორდინაციას ირანის შეიარაღებულ ძალებთან გაივლიან, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
„ორი კვირის განმავლობაში, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა შესაძლებელი იქნება ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციითა და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით“, - დაწერა არაღჩიმ.
არაღჩიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანი შეწყვეტს სამხედრო თავდასხმებს მანამ, სანამ მას თავს არ დაესხმიან.
„თუ ირანის წინააღმდეგ თავდასხმები შეწყდება, ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები შეაჩერებენ თავდაცვით ოპერაციებს“, - აღნიშნა მან.