ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა ირანი "შურის გამო დაბომბა"

აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ დაადანაშაულა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ მან ირანი "შურის გამო დაბომბა".

პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში არაღჩიმ დაწერა: "როდესაც რთულ ბირთვულ მოლაპარაკებებს უყურებენ ისე, როგორც უძრავი ქონების გარიგებას, და როდესაც დიდი ტყუილები ფარავს რეალობას, არარეალისტური მოლოდინები ვერასოდეს შესრულდება" - ინფორმაციას - CNN ავრცელებს.