1774295087
ირანის პარლამენტის სპიკერი: შეერთებულ შტატებთან არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა
ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ყალიბაფი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან არანაირი მოლაპარაკებები არ გამართულა. მისი თქმით, ყალბ ინფორმაციას მანიპულირების მიზნით ავრცელებენ.
„აშშ-თან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა. ყალბ ამბებს საფინანსო და ნავთობის ბაზრებზე მანიპულირებისთვის, ასევე იმ ჭაობისგან თავის დაღწევისთვის იყენებენ, რომელშიც აშშ და ისრაელი არიან ჩარჩენილები“, - აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა.










