ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ირანის მთავრობა მოუწოდებს სტუდენტებს, სპორტსმენებს, არტისტებს და ტექნოლოგიური კომპანიებს თანამშრომლებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან.
„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ირანის ხელისუფლებამ ეს მოწოდება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც აშშ და ისრაელი ირანის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით იმუქრებიან.
გამოცემის ცნობით, ირანის ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ აქციაში 2000-ზე მეტი მოხალისე მიიღებს მონაწილეობას.
ირანის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ცოცხალი ჯაჭვების აქცია მიმართულია საზოგადოებრივ დაწესებულებებზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების გასაპროტესტებლად.