ირანის მიერ განხორციელებული დარტყმის მოგერიებისას ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად დუბაის საერთაშორისო საფინანსო ცენტრში მდებარე შენობა დაზიანდა

დუბაის საერთაშორისო საფინანსო ცენტრ

ირანის მიერ განხორციელებული დარტყმის მოგერიებისას ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად დუბაის საერთაშორისო საფინანსო ცენტრში მდებარე შენობა დაზიანდა. ამის შესახებ „სქაინიუსი“ წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მსხვილმა ბანკმა მიმდინარე კვირაში სპარსეთის ყურის ქვეყნებში საკუთარი ფილიალები დახურა და თანამშრომლების ევაკუაცია განახორციელა.

მანამდე, ირანში განაცხადეს, რომ მათი შემდეგი სამიზნე რეგიონში აშშ-სა და ისრაელთან დაკავშირებული ეკონომიკური და საბანკო ობიექტები იქნებოდა.