ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ომის განახლების შემთხვევაში, შესაძლოა უფრო „დამანგრეველი“ იარაღი გამოიყენოს

ირანი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ომის განახლების შემთხვევაში, შესაძლოა უფრო „დამანგრეველი“ იარაღი გამოიყენოს.

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Tasnim-ის ცნობით, გუშაგთა კორპუსის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, „იარაღი, რომელსაც გამოვიყენებთ, ყოველმხრივ სრულიად განსხვავებული იქნება იმისგან, რაც წარსულში გამოგვიყენებია“.

Tasnim-ის მიხედვით, სპიკერმა აღნიშნა, რომ „გუშაგთა კორპუსის რაკეტების საბრძოლო ქობინების დამანგრეველი ძალა ბევრად აღემატება წინა ომებში გამოყენებულს“.

ოთხშაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია „კარგია“. „ახლა მიმაჩნია, რომ სიტუაცია ძალიან კარგია“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და მიანიშნა, რომ მოლაპარაკებები, შესაძლოა, „რაღაც ეტაპზე“ ხელახლა დაიწყოს.