Wizz Air საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1772308771
ირანის ძლიერი და ზუსტი დაბომბვა გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენიც მიზნის მისაღწევად იქნება საჭირო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მიზანია მშვიდობის დამყარება ახლო აღმოსავლეთში და მსოფლიოში.
„ჩვენ გვესმის, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, სამხედრო, პოლიციის ძალების და სხვა უსაფრთხოების ბევრ წევრს ბრძოლა აღარ სურს და ჩვენგან იმუნიტეტს ელოდება. როგორც გუშინ ღამით განვაცხადე: „ახლა მათ შეუძლიათ, იმუნიტეტი ჰქონდეთ და მოგვიანებით კი მხოლოდ სიკვდილი ელოდებათ“. იმედია, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და პოლიცია ირანელ პატრიოტებთან მშვიდობიანად გაერთიანდება და ერთად იმუშავებენ, როგორც ერთიანი დანაყოფი, რათა ქვეყანა იმ დიდებულებას დაუბრუნდეს, რასაც იმსახურებს. ეს პროცესი მალე უნდა დაიწყოს, რადგან არა მხოლოდ ხამენეია მკვდარი, არამედ თავად ქვეყანა, სულ რაღაც ერთ დღეში, ძალიან განადგურდა, შეიძლება ითქვას, წაიშალა კიდეც. თუმცა, ძლიერი და ზუსტი დაბომბვა გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად, მშვიდობის დამყარება მთელ ახლო აღმოსავლეთში და, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში“, – წერს ტრამპი.
ამასთან, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.
„აიათოლა ალი ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია“, – წერს ტრამპი.