გაეროში ირანის ელჩი: ირანი მიზანში ამოიღებს აშშ-ისა და ისრაელის ყველა ბაზას, ობიექტსა და აქტივს - ისრაელმა შეძლო აშშ-ის ჩათრევა ირანთან ომის ჭაობში

ამირ საეიდ ირავანი

გაეროში ირანის ელჩის, ამირ საეიდ ირავანის განცხადებით, ირანი მიზანში ამოიღებს აშშ-ისა და ისრაელის „ყველა ბაზას, ობიექტსა და აქტივს“.

როგორც ამირ საეიდ ირავანი ამბობს, ირანი მიიჩნევს: „რეგიონში მყოფი მტრული ძალების ყველა ბაზა, ობიექტი და აქტივი ჩაითვლება ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ, ირანის მიერ თავდაცვის კანონიერი უფლების განხორციელების ფარგლებში“.

მისი თქმით, „ირანი გააგრძელებს საკუთარი თავდაცვის უფლების გადამწყვეტად და შეუფერხებლად გამოყენებას, მანამდე სანამ აგრესია სრულად და ერთმნიშვნელოვნად არ შეწყდება“.

ირავანის განცხადებითვე, ისრაელმა „შეძლო აშშ-ის ჩათრევა ირანთან ომის ჭაობში“.