შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყნის დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აღარ დაესხას თავს მეზობელ სახელმწიფოებს.
მისი თქმით, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევები, თუ მეზობელ ქვეყნებში მდებარე ამერიკული ბაზებიდან ირანზე თავდასხმა განხორციელდება.
„გუშინ დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს ნებისმიერი თავდასხმა და რაკეტების გაშვება მეზობელი ქვეყნების მიმართულებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ირანზე თავდასხმა ამ ტერიტორიებიდან მოხდება“, - განაცხადა პეზეშკიანმა ვიდეომიმართვის დროს.