1781607543
ირანი, შეთანხმების ფარგლებში, ისრაელისგან ლიბანიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ირანი, თეირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ისრაელისგან ლიბანის ტერიტორიის დატოვებას მოითხოვს.
თეირანში აკრედიტებულ ელჩებთან, უცხოური დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანი ლიბანში მიმდინარე ომს აშშ-სა და ირანს შორის არსებულ კონფლიქტთან „დაკავშირებულად და ურთიერთდამოკიდებულად“ განიხილავს.
აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ომის დასრულების ნებისმიერი შეთანხმება ლიბანსაც უნდა მოიცავდეს.
„პირველივე დღიდან ირანის ისლამური რესპუბლიკა ლიბანში ომის შეწყვეტას ირანთან ომის დასრულების ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიიჩნევდა“, - აღნიშნა არაღჩიმ.
მან ასევე დასძინა, რომ ირანი ამ შეთანხმებას განიხილავს, როგორც აქტს „ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, ხოლო, მეორე მხრივ, ირანსა და ჰეზბოლას“ შორის.
„იმ ტერიტორიებიდან ისრაელის ძალების გაყვანის გარეშე, რომლებიც მათ ამ ომის დროს დაიკავეს, ომის დასრულება სრულფასოვანი ვერ იქნება“, - განაცხადა მან.
გონიოში ავარია მსხვერპლით დასრულდა
1781631706











