ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად, ვნახოთ - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მიზნად ისახავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ირანი შეთავაზებას აკეთებს და ვნახოთ“, – აღნიშნა ტრამპმა „როიტერთან“ საუბარში.

კითხვაზე, ვისთან აწარმოებს აშშ მოლაპარაკებებს, აშშ-ის პრეზიდენტმა კონკრეტული დეტალები არ დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ აშშ „ამჟამად ირანის ხელისუფლებაში მყოფ პირებთან მუშაობს“