აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ... - მოძღვარი მრევლს მიმართავს
1774367787
დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანი "დათანხმდა, რომ მათ არასოდეს ექნებათ ბირთვული იარაღი".
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ისინი "გონივრულად საუბრობენ".
კითხვაზე, გაგზავნიდა თუ არა თავის წარმომადგენლებს - სტივ ვიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ირანელებთან მშვიდობის განსახილველად, ტრამპმა უპასუხა: "ჩვენ ახლა მოლაპარაკებების პროცესში ვართ. ისინი ამას მარკოსთან (რუბიო) და ჯეი დისთან (ვენსი) ერთად აკეთებენ“.
"შემიძლია გითხრათ, რომ მეორე მხარეს შეთანხმების მიღწევა სურს. მათ ადგილას ვინ არ ისურვებდა? მათი ფლოტი განადგურებულია, მათი სამხედრო-საჰაერო ძალები აღარ არსებობს, მათი კომუნიკაციები... მთელი მათი საზენიტო სისტემები, მათი რაკეტები. შეგიძლიათ დამისახელოთ თუნდაც ერთი რამ, რაც არ განადგურებულა? ან ერთი რამ, რაც კარგად მუშაობს?"
ტრამპმა ასევე დაამატა: "ჩვენ თავისუფლად დავფრინავთ თეირანის თავზე. შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც გვსურს".