გოგონა პარკში წაიყვანა და მეგობრებთან ერთად, ჯგუფურად გააუპატიურა - საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა
1747889671
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებში ტერიტორიების დათმობა არ უნდა მოხდეს.
„ძალადობამ საზღვრები არ უნდა შეცვალოს. სადაც საქმე ჩვენს უსაფრთხოებას ეხება, სიტყვის თქმის უფლება უნდა გვქონდეს“, - დაწერა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში.
ამასთან, მისი თქმით, ბერლინი მხარს უჭერს უკრაინას და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზანს, დაასრულოს რუსეთის აგრესიული ომი, თუმცა ომის დასრულების შედეგი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იყოს.
„მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის მიზანს, დაასრულოს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. შედეგი უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, - დაწერა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.