რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
აშშ-ის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების დატოვების შესახებ განმარტებას აკეთებს მარკო რუბიო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ 66 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დატოვა, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მფლანგველ, არაეფექტურ და მავნე ორგანიზაციებად იყო მიჩნეული, რომლებსაც არაეფექტიანი შედეგები და ცუდი მმართველობა ჰქონდა და მათი საქმიანობა ამერიკის ინტერესებს არ შეესაბამებოდა.
"ის ორგანიზაციებიც კი, რომლებიც ოდესღაც სასარგებლო ფუნქციებს ასრულებდა, არაეფექტიან ბიუროკრატიად, პოლიტიზებული აქტივიზმის პლატფორმად ან ჩვენი ერის ინტერესების საწინააღმდეგო ინსტრუმენტებად გადაიქცა. ეს ინსტიტუტები არა მხოლოდ უშედეგოა, არამედ ხელს უშლის მათ, ვისაც პრობლემების მოგვარება სურს.
ინსტიტუტები, რომლებიც ცუდად ფუნქციონირებს, ჩვენი დღის წესრიგის საწინააღმდეგოდ მომუშავე აქტორების ინტერესებს ემსახურება და ჩვენი ერის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და ზოგადი კეთილდღეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს", - აცხადებს მარკო რუბიო.