ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

ინდონეზიაში, სულავესის პროვინციაში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6 მაგნიტუდას გადააჭარბა. სტიქიის ეპიცენტრი პოსოს რაიონში იყო. დაშავდა ათობით ადამიანი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

ბოლოს დამანგრეველი მიწისძვრა სულავესში 2021 წლის იანვარში მოხდა, რასაც 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 100 ათასზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა.