ინდოეთში, ლიონელ მესის ტურნე ქაოსით დაიწყო - დაკავებულია ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი

მესის ტურნე

 ინდოეთში, ლიონელ მესის ტურნე ქაოსით დაიწყო. შაბათს, "სოლტ ლეიკი" სტადიონი გულშემატკივრებმა დაარბიეს, სკამები დააზიანეს და მოედანზე შეიჭრნენ, რაც არგენტინელი ფეხბურთელი ფასიან ღონისძიებაზე მოკლე დროით გამოჩენამ გამოიწვია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დასავლეთ ბენგალის პოლიციის გენერალური დირექტორის, რაჯივ კუმარის თქმით, ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი, სატადრუ დუტა, პოლიციამ დააკავა.

მესის სტადიონზე დაგეგმილი ვიზიტი 45 წუთი უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ მისი გამოჩენა მხოლოდ 20 წუთი გაგრძელდა, რამაც გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია. მედიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების ღირებულება დაახლოებით 3,500 რუპია (38,65 აშშ დოლარი) იყო, რაც ინდოეთში საშუალო ყოველკვირეული შემოსავლის ნახევარზე მეტია.

მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც არგენტინელი ვარსკვლავი მოედანზე მოკლე დროით გამოჩნდა, სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ინფრასტრუქტურის დაზიანება დაიწყეს, მოგლიჯეს სკამები და, სხვა ნივთებთან ერთად, მოედანზე გადაისროლეს, ამის შემდეგ, მათი ნაწილი მინდორზეც შეიჭრა.