ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დორბლიანი იდიოტი უწოდა

მასკი

კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის დორბლიანი იდიოტი უწოდა.

აღნიშნული განცხადება მასკმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცოტა ხნის წინ პოლონეთის პირველმა დიპლომატმა ის იმის გამო გააკრიტიკა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დროს დრონების სამართავად Starlink-ის ინტერნეტკავშირს იყენებს.

„ჰეი, დიდო კაცო, რატომ არ უშლი რუსებს ხელს გამოიყენონ Starlink-ი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის? სამხედრო დანაშაულებზე ფულის კეთებამ, შესაძლოა, ზარალია მიაყენოს თქვენს ბრენდს“, - დაწერა სიკორსკიმ.

„ამ დორბლიან იდიოტს არც კი ესმის, რომ Starlink-ი უკრაინის სამხედრო კავშირის საფუძველს წარმოადგენს“, - უპასუხა მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.