1765480415
ილონ მასკის თქმით, ევროპას არასამთავრობო ორგანიზაციები აკონტროლებენ
ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, ევროპას არასამთავრობო ორგანიზაციები აკონტროლებენ, ეს კი მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს.
ამის შესახებ მასკი სოციალურ ქსელში წერს.
„არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატია აკონტროლებს ევროპას, რაც მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს”,- წერს ილონ მასკი
ამასთან, იგი გერმანელი პოლიტიკური აქტივისტის, ნაომის ზეიბტის პოსტს აზიარებს, რომლის მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაციების აღზევებამ დემოკრატიის სიკვდილი გამოიწვია.
„დემოკრატია არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატიის აღზევებასთან ერთად მოკვდა. თქვენს ხმას ევროკავშირის დაშლამდე არაფერს ნიშნავს“,- წერს ზეიბტი.










