ილონ მასკი აცხადებს, რომ დრო, რომელსაც სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მართვაზე ხარჯავს, მაისიდან მნიშვნელოვნად შემცირდება

ილონ მასკი

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ დრო, რომელსა სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მართვაზე ხარჯავს, მაისიდან მნიშვნელოვნად შემცირდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მასკის თქმით, ის განაგრძობს პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერას , რათა დარწმუნდეს, რომ შეჩერებული ფლანგვა და თაღლითობა უკან არ დაბრუნდება.

როგორც ილონ მასკმა განმარტა, კვირაში ერთ ან ორ დღეს კვლავ დაუთმობს სახელმწიფო საკითხებს იმდენ ხანს, რამდენსაც პრეზიდენტი მოისურვებს.

ამასთან, ილონ მასკის კომპანია Tesla მნიშვნელოვან ფინანსურ პრობლემებს განიცდის. წელს კომპანიის აქციები 40%-ზე მეტით გაუფასურდა.

როგორც მედია წერს, Tesla-ს იმიჯს განსაკუთრებით აზიანებს მასკის პოლიტიკური კავშირები ტრამპთან და მისი მხარდაჭერა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიმართ.