ილჰამ ალიევმა ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინისთვის ორი მილიონი დოლარი გამოყო

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით ორი მილიონი დოლარი გამოუყო.
 
როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანი უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ჰუმანიტარული დახმარების სახით ორი მილიონი დოლარი გამოუყო. ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა თანხა, რომელიც დაიხარჯება აზერბაიჯანში წარმოებულ ელექტრონულ აღჭურვილობაზე და შემდგომ უკრაინაში გაიგზავნება.