გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603
იემენის სანაპიროსთან 54 მიგრანტი დაიღუპა, ათობით კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. როგორც Reuters წერს, ნავი იემენის სამხრეთ აბიანის პროვინციასთან ახლოს, არაბეთის ზღვაში ჩაიძირა.
პროვინციის ჯანდაცვის წარმომადგენელმა, აბდულ კადირ ბაჯამილმა, განაცხადა, რომ ბორტზე მყოფი დაახლოებით 150 ადამიანიდან 10 გადარჩა - ცხრა ეთიოპიელი და ერთი იემენელი, თუმცა ათობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
მაშველები სამძებრო სამუშაოებს კვლავ აგრძელებენ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ იემენში აფრიკიდან ჩასული არალეგალური მიგრანტების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა კვლავ შეინიშნება.
მიგრანტები ყოველწლიურად კვეთენ ბაბ ელ-მანდების სრუტეს იმ იმედით, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებში სამუშაოს იპოვიან.